სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდთოვლობის გამო გომბორზე მოძრაობა შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული. როგორც საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოში აცხადებენ, ღამის განმავლობაში ინტენსიური თოვა იყო, რამაც გზის გაწმენდა შეაფერხა.

ამ დროისთვის გომბორის უღელტეხილზე -9 გრადუსია. თოვა ნაწილობრივ შეწყდა, თუმცა გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის გარკვეულ მონაკვეთზე ყინულის და თოვლის საფარია. დილიდან მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

გზაზე შეზღუდვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100