სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,თუ გინდათ დამხვრიტეთ, ბატონო მოსამართლევ“- სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საჩივარი დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო მეუღლეზე, დეა გოშხეთელიანზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა. საჩივარი ეხებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი გრიგოლ ბაკურაძე, რომელმაც თითქოსდა ძალადობის შემცველი სმს- გააგზავნა დეა გოშხეთელიანის ტელეფონზე.

სააპელაციო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძის საჩივარი დააკმაყოფილა და აღნიშნულ ნაწილში ის არ ცნო სამართალდამრღვევად. გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას თქმით, სასამართლო პროცესზე დეტალურად იქნა ყველა მტკიცებულება გამოკვლეული, დათვალიერდა დეა გოშხეთელიანის ტელეფონი და არ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში რაიმე ძალადობრივი სმს-ის გაგზავნას ჰქონდა ადგილი გრიგოლ ბაკურაძის მხრიდან. ადვოკატი ამბობს, რომ როდესაც პროცესზე ტელეფონი დათვალიერდა იქ არსებობდა ჩანაწერები, სადაც, პირიქით, დეა გოშხეთელიანი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არა მარტო გრიგოლ ბაკურაძეს, არამედ ბაკურაძის ოჯახის წევრებსაც.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძის წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბაკურაძე სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100