სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია მაისაშვილის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმა - პოლიტიკოსი სიცოცხლისთვის იბრძვის

გია მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს:

"მოგესალმებით ყველას.

გვინდა გაცნობოთ რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოქცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხვნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი" - ნათქვამია განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ გიას რამდენიმე წლის წინ ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან ქიმიური თერაპიის კურსიც გაიარა საზღვარგარეთ და მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებული იყო, თუმცა დაავადებამ ხელახლა შეუტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100