სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლადოს ვიცნობ ბავშვობიდან, მე ის დანითაც არასდროს მინახავს" - ნახეთ, რას წერს 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს ავრცელებს:
"უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის არ ვიცი საიდან დავიწყო ანი ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი რომელსაც მოფერებით "რძალოს" ვეძახდი აღარ არის ძალიან ძალიან გული მტკივა ძალიან მინდა საქართველოში ვიყო ეხლა ვერ წარმოვიდგენ რომ ეს ლადომ გააკეთა შეუძლებელია ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ვიცნოობ ძალიან კარგად მე ის დანითაც არასდროს მინახავს, როცა ხშირად ვიყავით ერთად და ბოლომდე მჯერა რომ ლადო ამას არ გააკეთებდა. ლაუშ შენთან ვარ ყველაფერი კარგად იქნება და ამ ახალ ამბებს ნუ დაუჯერებთ ხალხნო იტყუებიან !!!!!
უბრალოდ ვერ გადმომაქვს რეალობაში ჯერ კიდევ რაც მოხდა მაგრამ გულით მჯერა რომ ეს ლადოს არ გაუკეთებია!!!!!" - წერს ლადოს მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, დილით 20 წლის ანა ნაცვლიშვილი თემქაზე, მის საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს გარდაცვლილი იპოვნეს. გოგონას ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლადო გრიგალაშვილი, რომელიც გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100