სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მცხეთაში დღეს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი

მცხეთობასთან დაკავშირებით დღეს ამ ქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.

დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა კონცერტები, გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები. სპეციალურად ბავშვებისთვის, ზღაპრების გმირების მონაწილეობით, გაიმართება წარმოდგენები.

სპორტული შეჯიბრებები გაიმართება მცხეთის ცენტრალურ ნაწილში. ასევე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ადგილობრივი და სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი ჩატარდება.

დღესასწაულის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდება. სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ კონცერტში ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100