სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ

ბიძინა ივანიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება.

როგორც პრესსამდივნოს განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, შექმნიან საარჩევნო ბლოკს, შესაბამისად, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან.

„ამასთან, უკვე შედგა შეთანხმება კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურთან და ხალხის პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100