სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამა მეუღლეს სერენადებს უმღერის

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში, მონაწილეობა მიიღო NBC-ის კომედიურ თოქ-შოუში. მან მაყურებელს პრაქტიკულად აჩვენა, თუ როგორ ეწევა ჯანმრთელ ცხოვრებას.

პირველი ლედი იატაკზე დაწვა და 25 აზიდვა გააკეთა. გადაცემის წამყვანმა იგივე ვერ შეძლო, ამიტომ მან მაყურებლების წინაშე თავი დაიმშვიდა, პირველ ლედის რომ შეეჭიდო, ეს არ არის კარგი საქციელი.

გარდა ამისა, მიშელ ობამამ რამდენიმე საიდუმლო გაამხილა პრეზიდენტთან ერთად თანაცხოვრებისა. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, წინდებს იცვლის და ყრის, ხოლო მას მისი შეგროვება უწევს.

აღსანიშნავია, რომ მიშელ ობამამ საგრძნობლად გააუმჯობესა თავისი ფიზიკური ფორმა გასული წლის ზაფხულის შემდეგ, თუმცა მას ძალიან ყვარებია კარტოფილის ფრი.

სხვათა შორის, ახლახანს ერთ-ერთ პოპულარული თოქ-შოუში პირველმა ლედიმ აღიარა, რომ მისი მეუღლე მას ყოველდღე სერენადებს უმღერის სტივ უანდერისა და ელა გრინის რეპერტუარიდან.

„მას ნამდვილად შესანიშნავი ხმა აქვს და ყოველთვის მღერის ჩემთვის", - განუცხადა მიშელ ობამამ Jay Leno-ს წამყვანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100