სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟენევაში „2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად“ ვერა ქობალია დასახელდა

,,მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. ვერა ქობალია ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც საქართველოდან მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა. კენჭისყრა ჟენევაში გაიმართა.

,,მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი" ახალგაზრდა ლიდერს, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, მათი პროფესიული მიღწევებისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით არჩევს.

საპატიო კომისიის თავმჯდომარე იორდანიის დედოფალი, მისი აღმატებულება რანია ალ აბდულაა. ორგანიზაციამ მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერთა შორის სხვადასხვა დროს ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, ამერიკელი ტელეწამყვანი მარია ბარტირომო, კომპანია ''გუგლის'' თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზანგ ქსინი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი ლარი პეიჯი დაასახელა.

2012 წელს ფორუმმა 59 ქვეყნიდან 192 ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერი ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის, კულტურისა და მედიის სფეროში გამოავლინა - მათ შორის 46 ახალგაზრდა ლიდერი ევროპიდან. ვერა ქობალია, ერთადერთი ახალგაზრდა ქართველი ლიდერია, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100