სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი -შესანიშნავი დროა ძველ მეგობრებთან, ყოფილ კოლეგებთან და პარტნიორთან შეხვედრისთვის გამოცდილების გაზიარების ან ერთობლივი საქმის შეჯამებისთვის. დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მეგობრის მოსაზრება. სასურველია მისი რჩევის გათვალისწინება.

კურო -შესანიშნავი დღეა წინასწარ შედგენილი გრაფიკით მოწესრიგებულად მუშაობისთვის. აირჩიეთ განრიგი საკუთარი განწყობის გათვალისწინებით. საკუთარი ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეთ, ამგვარად დამხმარეები რეალურად დაგაფასებენ და პატივს გცემენ.

ტყუპები -დღეს ნებისმიერი ადამიანის მთავარი ღირსება იქნება მისი საიმედოობა. რომანტიკა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩაეჭიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ეჭვის საბაბს არ გაძლევენ და ზრუნავენ ერთობლივ მომავალზე.

კირჩხიბი -დღეს შეუთავსდება ერთმანეთს შინაგანი და გარეგანი თავისუფლების მოთხოვნილება და წესების და მითითებების დაცვის აუცილებლობა. ერთ-ერთი საიმედო იქნება ღირებულების სისტემა, რომელიც ბავშვობიდან ჩაგინერგეს.

ლომი -დროა დაივიწყოთ წარსული და დაფიქრდეთ უახლოეს სამომავლო გეგმებზე. დამოუკიდებლობის გრძნობის მიუხედავად, გაითვალისწინეთ, რომ სხვა ადამიანებიც გჭირდებათ-სანდო მეგობრები, რომლებიც იზიარებენ თქვენ იდეებს და შეხედულებას. ნამდვილი თანამოაზრეები ცოტა გყავთ.

ქალწული -დღეს ყოველდღიური მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება დადებითად აისახება თქვენ მატერიალურ მდგომარეობაზე და დაგეხმარებათ მის სტაბილიზებაზე. კარგი დღეა პროგრამირებას, მენეჯმენტს, მშენებლობას, დაგეგმვას, მონაცემთა სისტემატიზირებასთან დაკავშირებული ამოცანების მოგვარებისთვის.

სასწორი -დღეს გარშემომყოფებს ნდობას აღუძრავთ, თუმცა მათ მოტყუებას არ ეცდებით. შესანიშნავად მოაწყობთ კოლექტიურ ღონისძიებას. კარგი დროა ძველ მოლაპარაკებასთან დაბრუნებისთვის, რომელიც შეეხება საქმეს, შემოქმედებას ან დასვენებას. ბავშვების აღზრდისას დაეყრდენით პრობლემების თქვენეულ ხედვას, რადგან ის სწორი და ზუსტი იქნება.

ღრიანკალი -ამ დღეებში წარმატების საწინდარი გახდება სიმტკიცე და პრობლემების რაციონალური გზით მოგვარება. საქმიან საკითხებში, ასევე ოჯახური ან ცოლ-ქმრული ურთიერთობის მოგვარებისას გამოიჩინეთ მეგობრულობა, გაწონასწორებულობა და კანონმორჩილება, არ გადაუხვიოთ არსებული ნორმების და წესების დარღვევა. ძველი პარტნიორი ან კონსულტანცი კიდევ ერთხელ გაგიწევთ ფარულ მხარდაჭერას რთულ ან დელიკატურ სიტუაციაში.

მშვილდოსანი-თამამად გამოიყენეთ ნაცნობი ინფორმაციის წყარო. ხელსაყრელი დროა საიმედო ცნობების და იდეების მოძიებისთვის. წარმატებულად ჩაივლის სპეციალისტის კონსულტაცია. რჩევისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ძველ მეგობარს, რომელიც ზედმეტი სიტყვის გარეშე გაგიგებთ. ხელსაყრელად ჩაივლის მოგზაურობა ნაცნობი მარშრუტით.

თხის რქა -დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ სწორად აირჩიეთ პროფესია, სამსახურის ადგილი ან საქმიანობის სფერო. არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად დარწმუნებული იყავით საკუთარი მდგომარეობის სიმყარეს და შემოსავლის მუდმივობაში. ნაკლებად შესაფერისი მომენტია მფლანგველობის და ფინანსური შესაძლებლობის გაფართოებისთვის. გაწიეთ გონივრული ეკონომია.

მერწყული -შესანიშნავი დღეა ბუნებრივი ნიჭის განვითარებისთვის. წარმატებულად ჩაივლის უმაღლესი განათლების მიღებას, მშენებლობას, პროგრამირებას, შორეული მოგზაურობის დაწყებას, ვიზის მიღებასთან დაკავშირებული წამოწყებები. დადებითად დასრულდება სასამართლო პროცესი. ხელსაყრელი დროა სამეცნიერო აღმოჩენების, რაიმე ოფიციალური თანამდებობის დაკავებისთვის.

თევზები -დღეს ნებისმიერი სერიოზული ნაბიჯი მოითხოვს წინასწარ შემუშავებულ გეგმას, ემოციურ სიმტკიცეს, ადამიანების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას, მაღალ ზნეობრივ პოზიციას. მოგიწევთ საკუთარ სიტყვებზე და მოქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით. თუ მზად არ ხართ რომელიმე პუნქტის შესასრულებლად, უარი თქვით ჩანაფიქრზე და წამოწყება უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადაიტანეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100