სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი „ალიას“ ჟურნალისტს მისი სიტყვების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს (ვიდეო)

დღეს ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლებასთან კავშირში არ ადანაშაულებს.

„ის აზრი, თითქოს მე ბურჯანაძეს ხელისუფლებასთან კავშირში ვადანაშაულებ, მთლიანად ჟურნალისტის ინტერპრეტირებული იყო. ეს შეკითხვა ამ კუთხით თავად ჟურნალისტის მიერ დაისვა, რაზეც ორივე შევთანხმდით, რომ საზღვარგარეთ ბურჯანაძის მეუღლის წასვლა ხელისუფლებას აწყობდა. მათ ბადრი ბიწაძე, როგორც პოლიტიკური პატიმარი, არ აწყობდათ. დიდი ალბათობა და ეჭვი არსებობს, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა ან რაღაც ამის მსგავსი ქმედება ჩაიდინა, რომ ბიწაძე ქვეყნიდან გასულიყო,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100