მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
„და­გი­ლა­ი­ქა?“ – „ა­რა, და­მი­კო­მენ­ტა...“
ახლა კითხულობენ

რას წერენ facebook-ზე ლგბტ აქციასა და ძალადობაზე ცნობილი ქართველები?  

ამერიკული პრესის ცნობით, ლიბიაში არა მუამორ კადაფი, არამედ მისი ორეული მოკლეს  

რა აკავშირებს ივანიშვილს „კუდ“-თან? - სკანდალური ინფორმაცია „ფეისბუქზე“ (ვიდეო)  

თბილისში ხვავრიელად ბარდნის  

"დაცვას მიხედე... ივანიშვილი, დაცვას!.." – ედუარდ შევარდნაძის რჩევები ბიძინა ივანიშვილს  

გულისამაჩუყებელი ამბავი გოგი დოლიძის ცხოვრებიდან... 

გრიგოლ რობაქიძე: კონსტანტინე გამსახურდია 

კადრები ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილედან 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 

მანქანების ტანგო 
ლილოში ქლორიანი ავზი პირდაპირ ეთერში გასკდა: 56 ადამიანი მოწამლულია (ვიდეო)

დრონი.ჯი
02:14 04.07.2012

მასალის გამოქვეყნების დროისთვის ლილოში, საქნავთის დასახლებაში სიტუაცია ჯერ კიდევ საგანგაშოა: მას შემდეგ, რაც იგეგმებოდა ქლორიანი, გაბზარული ავზის გადატანა უსაფრთხო ადგილას, ის გასკდა და ქლორის ნაკადი ქუჩაში გადმოიფრქვა. სამაშველო სამსახურებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებისა და მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. ინციდენტი პირდაპირ ეთერში მოხდა: საქნავთობის დასახლებიდან პირდაპირ ჩართვას „მაესტრო“ და „რეალ.ტვ“ შემთხვევის პირველი წუთებიდანვე ახორციელებენ.

ავზი , საიდანაც თავდაპირველად ქლორმა გაჟონა და 12 ადამიანი მოწამლა, პირდაპირი ჩართვის დროს გასკდა („მაესტროს“ ვიდეომასალა სტატიას თან ერთვის). ამის შემდეგ დაზარალებულთა რიცხვი 50-დე გაიზარდა: მოწამვლის ნიშნებით სტაციონარებს 56 ადამიანმა მიმართა. მათგან მძიმეა ორის მდგომარეობა, დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ მეხანძრეებიც: ერთ-ერთი მეხანძრე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში სასწრაფოთი გადაიყვანეს. მძიმე სიტუაციის განსამუხტავად ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. თბილისის თითქმის ყველა უბნიდან გამოძახებულია დამატებით სახანძრო რაზმები, რათა მომწამვლელი ნაკადი წყლით განეიტრალდეს.

შეგახსენებთ, რომ ლილოში, საქნავთის ტერიტორიაზე ქლორის გაჟონვა ონკანის გაუმართაობამ გამოიწვია . უკვე ცნობილია, რომ საწარმო, რომელშიც ინციდენტი მოხდა, ირანულ კომპანიას ეკუთვნის. .
საქნავთის დასახლებაში ამ დრომდე ათამდე სახანძრო სამსახურის მანქანა და 50-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. ისინი შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ამ დრომდე აგრძელებენ.

კომენტარი     ბეჭდვა  

2012-07-04 02:30:33
დრონი .გიმ მაესტროს რეპორტაჟი!უცნაური ხომ არ არის ცოტა

გეო2012-07-04 02:30:46
ვტფ?

ერთობას გაუმარჯოს!2012-07-04 05:47:26
პირველ რიგში დაშავებულებს ყველას ღმერთის წყალობა და გამოჯანმრთელება ვუსურვოთ
კიდევ კარგი ედიკას დრო არ იყო ტორემ უბედურება მაშინ გენახა ,მადლობა საგანგებო სიტუაციის სამსახურებს და სასწრაფო დახმარების სამსახურსაც რომ ხალხს ასე ოპერატიულად და საკუტარი რისკის გაწევიტაც დაეხმარა და სიტუაცია შეზლებისდაგავარადა გაანეიტრალეს
ამაზე კი ნამდვილად ეკუტვნის მიშას მადლობა რომ ქვეყანას კი უჭირს მაგრამ მაინც მოაწყო ეს სამსახურები: სამშველო ტექნიკა და კადრები

2012-07-04 08:50:28
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბიჭებს გაუმარჯოს!(ისე ბევრს არ ეკეთა შესაფერისი დამცავი საშუალება სახეზე, აი ქართული მარიაჟი)

2012-07-04 08:50:56
აბა ახლა აქოთქოთდით, /მთავრობა უკვე მოსახლეობას ქლორით წამლავს/, /Iრანი საქართველოს ქიმიური ომით ემუქრება, Aშშ-სთან თანმხვედრი პოლიტიკის გამო/, /ძმები ბერძენიშვილები, ხიდაშელ-უსუფაშვილი, დავითაშვილი-ძიძიგური, ხაინდრავა-სანიკიძე გადაარჩენს საქართველოს ქიმიური ტერორისგან/.

2012-07-04 08:55:16
2012-07-04 02:30:33
დრონი .გიმ მაესტროს რეპორტაჟი!უცნაური ხომ არ არის ცოტა


აი, პოზიციაშიც Yოფილარიან DIGINEრატEBI!

2012-07-04 11:59:33
ისე უსაფრთხოების დაცვა არ არის საქართველოში.იქით პარლამენტი ახალი დაინგრა და იმსხვერპლა 1 ადამიანი,მეორე აქ ქლორი და ასე შემდეგ.ფული კი მიდის ჯიბეში

ანუკი2012-07-04 12:10:12
ტინგიც მაშვერლებსაც ბევრს არ ეკეთათ ცხვირ-პირზე რესპირატორები !არადა ინსტრუქცია მკაცრად ავალდებულებს რომ ქიმიური მოწამლის შემთხვევაში სახეზე აუცილებლად უნდა ეკეთოთ სპეციალური დამცველი ნიღბები.თუ მაშველი დაზარალდა და დასახმარებელი გახდა, ადამიანებს ოპერატოულად ვინღა დაეხმარება?

ანუკი2012-07-04 12:13:19
ქართველებს არ უყვართ კანონმორჩილება(( დაწყებული მოძრაობის წესების დაცვიდან დამთავრებული პროფესიული ჩვევების უგულვებელყოფამდე.რა გვეშელება ამ მუტრუკ ქართველების ხელში?

2012-07-04 12:14:22
აბა ახლა აქოთქოთდით, /მთავრობა უკვე მოსახლეობას ქლორით წამლავს/, /Iრანი საქართველოს ქიმიური ომით ემუქრება, Aშშ-სთან თანმხვედრი პოლიტიკის გამო/, /ძმები ბერძენიშვილები, ხიდაშელ-უსუფაშვილი, დავითაშვილი-ძიძიგური, ხაინდრავა-სანიკიძე გადაარჩენს საქართველოს ქიმიური ტერორისგან/.


იმედია ღადაობ.

2012-07-04 12:32:55
ვინ სულელმა მიიღო გადაწყვეტილება,გაბზარული ავზის გადატანაზე . ამ დროს სხვა სახის მოქმედებებია საჭირო.

მაია2012-07-04 12:52:55
საქართველო ყველასია,რა შუაშია მაესტროს სიუჟეტი ან დრონი.ჯი, მთავარია მოსახლეობამდე მივიდეს ინფორმაცია.განთავისუფლდით ამ ვიწრო აზროვნებისგან.დრონი.ჯი.-მ დაამტკიცა, რომ ღირსეული მედია ჰოლდინგია, ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში.

ფდრფდ2012-07-04 12:54:04
ამასაც ქვია ჟურნალისტი რა...რა ენაზე ლაპარაკობს...წადი ბიძია სხვა საქმე მოძებნე...

გარინჩა2012-07-04 13:23:02
ღმერთმა კარგად ამყოფოს დაზარალებულები! მადლობა სამაშველო სამსახურს! ისე კი, მათ მართლაც თვითონ მოეთხოვებათ პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოების ზომების მიღება. იმედია, ეს სიჩქარით მოუვიდათ. ეს სამსახური რომ სწრაფად, თავდადებით და გამართულად მუშაობს, ამას მტერიც კი ხედავს. მადლობა ყველას , ვინც ამ გაჭირვებულ ხალხს დაეხმარა და გვერდში დაუდგა!

....2012-07-04 13:48:11
რა ცხვირი აკვს კორესპონდენტს :)))

ჰჰ2012-07-04 14:46:53
კორესპოდენტი "ხო" _ებს რატომ იდზახდა??? :D:D:D:D

ლაშა2012-07-04 15:11:53
მაია დრონი.ჯი თუ ღირსეული მედია ჰოლდინგია მაშინ მე ზარატუსტრა ვყოფილმარ :D:D:D რას არ გაიგებ კაცი :D:D:D

2012-07-04 16:41:39
მაია 2012-07-04 12:52:55
საქართველო ყველასია,რა შუაშია მაესტროს სიუჟეტი ან დრონი.ჯი, მთავარია მოსახლეობამდე მივიდეს ინფორმაცია.განთავისუფლდით ამ ვიწრო აზროვნებისგან.დრონი.ჯი.-მ დაამტკიცა, რომ ღირსეული მედია ჰოლდინგია, ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში.
მაგარს აზროვნებ განსაკუთრებით დრონი ჯის მიმართ მასე გააგრდელე:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ))))))))))))))))))))))))ვაი საით მიექანები საცოდავო საქართველო

მაია2012-07-04 17:12:03
ლაშა და რას უწუნებ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამ საიტს,ცუდად მოიქცა მაესტროს სიუჟეტი რომ გამოიყენა? შენამდე ხომ მოვიდა ინფორმაცია?

ავოეეე2012-07-04 17:28:52
მემგონი უბერავს ეს ბიჭი,ვისაც მიყავს პირდაპირი ჩართვა.ან მაგარი დაბოლილია და ან ჟურნალისტი კი არა პილოტია მასტი:)))რეებს ბაზრობს,სულ ერთი და იგივე იმეორებს თავისი ხო-ებით:)))))))ვაი შენს პატრონს

ბოროტი რობოტი2012-07-04 18:35:13
ქლორი არ გახლავთ სახუმარო გაზი, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ... მოწამვლის შედეგებიც ძალიან მძიმეა - ფილტვების შეუქცევადი დაზიანება და ინვალიდობა.

ბახტა2012-07-04 20:02:03
და მიშას რო კითხო თბილისი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია ევროპაშიოოო

კუკუნა2012-07-04 20:21:48
რა შუაშია აკ მიშაააააააააააააააა

იქს2012-07-04 20:54:41
რა ირანული კომპანია? ეგ ივანიშვილის ბრალია ყველაფერი

ჟემალი2012-07-04 23:02:50
დრონი ჯეზე მაესტროს რეპორტაჟი.

რა ხდება ?
D:

2012-07-05 01:34:00
ბოროტი რობოტი
ქლორი არ გახლავთ სახუმარო გაზი, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ... მოწამვლის შედეგებიც ძალიან მძიმეა - ფილტვების შეუქცევადი დაზიანება და ინვალიდობა.
.......................

პირველი ქიმიური იარაღი 1917 წელს გერმანელებმა გამოიყენეს I მსოფლიო ომში, რუსების წინააღმდეგ. ეს იყო ზუსტად ქლორის ორთქლი(ისეთივე, რაც სიუჟეტშია), მაგრამ ამოვარდნილმა საპირისპირო ქარმა გამომყენებელი გერმანელები დაწამლა.

გეო2012-07-05 06:36:31
გეო 2012-07-04 02:30:46
"ვტფ?"
------------------------------ -

- ჩემი სახელით რატომ წერ, შე ნიკის ქურდო? კომენტარზე გეტყობა ფანტაზია.

1234562012-07-05 08:21:26
ნჰჰჰჰჰჰ

1234562012-07-05 08:21:35
ჰჰჰჰ356უყ356ყ36ყწერტჰწტ

1234562012-07-05 08:22:19
ესენია სამაშველო სამსახური????? თვითომ საშველები არიანნნ

ბოროტი რობოტი2012-07-05 12:18:05
"პირველი ქიმიური იარაღი 1917 წელს გერმანელებმა გამოიყენეს I მსოფლიო ომში, რუსების წინააღმდეგ. ეს იყო ზუსტად ქლორის ორთქლი(ისეთივე, რაც სიუჟეტშია), მაგრამ ამოვარდნილმა საპირისპირო ქარმა გამომყენებელი გერმანელები დაწამლა".

ქლორის დუღილის ტემპერატურა ატმოსფერულ წნევაზე -34 გრადუსია, ანუ სტანდარტულ და ნორმალურ პირობებში ის ისედაც აირს წარმოადგენს და "ქლორის ორთქლი"-ს წოდება საჭირო არ არის. ერთ-ერთი იშვიათი შეფერილი გაზია (მოყვითალო-მომწვანო), ამიტომ ჰაერში მოჩანს მისი ქულები, ჰაერში წყალის (სწორ გრამატიკულ ფორმას მოდერატორი კრძალავს:) ორთქლთან ურთიერთქმედებით ნისლიც წარმოიქმნება.

პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ გერმანელებმა იგი არაერთხელ გამოიყენეს, მოწამვლის შედეგებიც კარგად არის ცნობილი - ფილტვების შეშუპება, გადარჩენილი ფილტვების ნაფლეთებით მუდმივი ინვალიდობა... ამისთვის რამდენიმე შესუნთქვაც საკმარისია, ქლორი მძიმე აირია (2.3 - ჯერ ჰაერზე მძიმეა, იგი მიწის ზედაპირთან ხანგრძლივად მდგრად ფენას წარმოქმნის და პრაქტიკულად მთლიანად გამოაძევებს ჰაერს, ანუ ასეთ ადგილზე მოხვედრილ ადამიანს უწევს მაღალკონცენტრირებული ქლორის შესუნთქვა - მფილტრავი აირწინაღი ბევრს ვერაფერს უშველის. თუ სწორად მახსოვს ქიმიური შეტევის დროს ჯარისკაცები კოცონთან წვებოდნენ, რათა ალის აღმავალი კონვექციით მოეხდინათ "განიავება"

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი