droni.ge

2012-12-20 16:43:00
ნიკა გვარამიას ვირტუალური და რეალური მხარდამჭერები

სოციალურ ქსელ ფეისბუქში რუსთავი 2 გენერალური დირექტორის მხარდამჭერები გაერთიანდნენ. „გამოუშვით ნიკა გვარამია“-ამ სახელწოდების გვერდი ფეისბუქზე დღეს შეიქმნა.

 

დღესვე ექსმინისტრისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან. აქციაში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.