ინტერნეტ.ჯი

2012-08-29 14:25:01
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მობილიზაცია გამოცხადდა

ღუდუშაურის სახელობის კლინიკის მსგავსად,  გორის სამხედრო ჰოსპიტალი მნახველებისა და ჟურნალისტებისთვის დაიკეტა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-მ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმღებში გაარკვია, გამოცხადებული მობილიზაცია  სავარაუდოდ, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციას უკავშირდება.

მედპერსონალის ინფორმაციით, ჰოსპიტალი მხოლოდ ლაბორატორიულ სინჯებს იღებს.

რაც შეეხება ღუდუშაურის საავადმყოფოს, იქ მდგომარეობა უცვლელია. ერთი საათის წინ  ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სამხედრო ვერტმფრენი დაჯდა, თუმცა გადმოიყვანეს თუ არა აღნიშნული ტრანსპორტით დაშავებულები სავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტები ვერ ადასტურებენ.

„ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ვერტმფრენთან მხოლოდ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.მომხდარზე კომენტარს არც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი აკეთებს.