დრონი.ჯი

2017-01-11 16:11:49
"მარკეტის მენჯერს ეხვეწებოდა კვერცხი და პური გამატანე 13- მდე პენსიის დღეს აუცილებლად მოვიტანო"

სოციალურ

ქსელში ვრცელდება ბათუმში მოხდარი ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ:"ბათუმის

ერთ-ერთ სუპერმარკეტში ეს ბებო გავიცანი. მარკეტის მენჯერს ეხვეწებოდა კვერცხი და პური გამატანე 13- მდე პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო. გვერდით დავდექი მოხუცებულის სევდა ჰქონდა თვალებში მარტოობის, უიმედობის და სიკვდილის შიშის სევდა. სურნელი ჰქონდა აი ისეთი მხოლოდ მოხუცებს რომ ასდის წამლების და ბალხების... მიტოვებული სახლის სუნი.

შევთავაზე

რაც გინდა წამოდი ერთად ვყიდით თქო. სიამაყით მითხრა ესე საჩუქრად არ მინდა პენსიაზე დაგიბრუნებო. მოკლედ ვიყიდეთ პროდუქტი გადავიხადეთ სალაროში და დიდი ხნის დაქალებივით ხელაკვით გამოვედით ....

ყავაზე დამპატჟია პენსიას რომ ავიღებ ყავას ვიყიდი და დამეწვიო...

წამოვედი ბევრი ჩახუტების და კოცნის შემდეგ გამთბარი გულით. ურთულესი და უსაშინლესი დღის კეთილი დასასრული იყო ეს." - თიკო აბაშიძე