დრონი.ჯი

2012-06-23 12:24:35
როლებით უკმაყოფილო ვარსკვლავები

შარლიზ ტერონი - ფილმი „აზარტული თამაშები“ – „ძალიან, ძალიან ცუდი ფილმია, მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

მეთ დეიმონი - ფილმი „ბორნის ულტიმატუმი“ – „ტონის (ფილმის სცენარისტი) არ ვადანაშაულებ, ვიცი, რომ ფულის გაკეთება უნდა. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ეს რა სცენარი დაწერა... არანაირი კავშირი რეალობასთან.“

ჰოლი ბერი - ფილმი „ქალი კატა“ – „ინტუიცია მკარნახობდა, რომ ამ პროექტიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა. გადავწყვიტე გამერისკა, როგორც ხედავთ, ზოგჯერ ინტუიციას უნდა დაუჯერო.“

ჯორჯ კლუნი - ფილმი „ბეტმენი“ – „გეთანხმებით, ნეხვი ფილმია! თავადაც ხედავთ ამას!“

ჯესიკა ალბა - ფილმი „ფანტასტიური ოთხეული“ – „მაიმუნობაა. მსგავს პროექტზე აღარასოდეს დავთანმხდები.“

ქეთრინ ჰეიგლი „ცოტათი ორსული“ – „სპეციფიური როლია, ვერ ვიტყვი, რომ ვამაყობ“.

მიკი რურკი - „ვნებიანი თამაშები“ – „ოჰ, კიდევ ერთი საშინელი ფილმი“.

შაია ლაბაფი - „ტრანსფორმერები“ – „ამ როლით არ ვამაყობ. ეს უბრალოდ ფილმია გიგანტური რობოტების ბრძოლის შესახებ“.ქოლინ ფარელი - ფილმი „მაიამის პოლიცია“ – „მაიამის პოლიცია? ჰმ, თავიდან მომწონდა ფილმი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მასში არაფერია კარგი.“