სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი 2016 წელს აჯამებს

თიბისი ბანკი განვლილ 2016 წელს აჯამებს- რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში თუ მსოფლიოში. ამბები ნამდვილად ბევრი იყო - საინტერესო, მხიარული თუ სევდიანი, პოლიტიკურად ცხელი და ეკონომიკურად აქტუალური, კულტურული თუ სპორტული - მოკლედ, მოსაწყენად არავის ეცალა მსოფლიოში 2016 წელს.

თიბისი ბანკმა გადაწყვიტა, ეკითხა მოქალაქეებისთვის, თუ რას გამოყოფდა იმ ამბებიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნადმიაჩნდათ 2016 წელს. კომპანია ACT-ის დახმარებით 300-მდე ადამიანი გამოიკითხა.

გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო ამბების ტოპ-ათეულში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები, სირიის ომი და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ლიდერობს. თუმცა გამოკითხულებს არც ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი დაავიწყდათ და არც აიფონ 7-ს გამოსვლა.

საქართველოში ტოპ-მოვლენების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ლარის კურსი, საპარლამენტო არჩევნები და ვიზალიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ათეულში ისეთი კარგი ამბებიც მოხვდა, როგორიც არის რომის პაპის ვიზიტი საქართველოში, ქართველი სპორსტმენების წარმატება ოლიმპიადაზე და Black Sea Arena -ს გახსნა.

და ბოლოს, თიბისი ბანკმა კითხა მოქალაქეებს, რით დაამახსოვრა თიბისიმ თავი 2016 წელს. თიბისის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: ბანკი რესპუბლიკის შეძენა, რაგბის კავშირის პარტნიორობა, პრემიუმ ლისტინგი, პროექტი ბიზნესდაჯილდოება და კამპანია #ვინცარუნდაიყო.

https://www.facebook.com/tbcbank/videos/10154218691636188/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100