ვახტანგ რჩეულიშვილი შვილიშვილის შეძენასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
"დიდი მადლობა ყველას მილოცვისათვის. კიდევ ერთი გოგო შვილიშვილი მყავს და ბაბუისათვის ეს უდიდესი ბედნიერებაა! მაიას იმ კვირის დასაწყისში ვნახავ და გადავცემ მილოცვებს", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.
ლელა კილაძესა და გუკა რჩეულიშვილს ქალიშვილი 3 მარტს შეეძინათ. როგორც ცნობილია, პატარას თინათინი დაარქვეს. ბავშვი ლელასთვის და გუკა რჩეულიშვილისთვის პირველი საერთო შვილია. გუკა მანამდე ქორწინებაში ნუცა კუხიანიძესთან იმყოფებოდა, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ლელა კი სამი ვაჟიშვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი, მეორე ოჯახიდან, რომელიოც გიგი უგულავასთან შექმნა, ასევე ვაჟიშვილი ჰყავს.

კომენტარი