სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდოეთის ტყეში გოგო იპოვეს, რომელიც მაიმუნებმა აღზარდეს

ინდოეთის ჩრდილოეთში, ტყეში გოგო იპოვეს, რომელიც მაიმუნებმა გაზარდეს. ბავშვი პოლიციელებმა აღმოაჩინეს.

8 წლის გოგოს ტანსაცმელი არ გააჩნდა. როდესაც ჯუნგლებიდან გამოჰყავდათ, მაიმუნებიც ყვირილით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და გოგოც წინააღმდეგი იყო.

აღნიშნულია, რომ ბავშვმა ლაპარაკი არ იცის, ჭამს მიწიდან და სიარულის დროს ხელებს იყენებს.

გოგო რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია ცდილობს "მაუგლის" ვინაობის და იმის დადგენას, თუ როგორ აღმოჩნდა ბავშვი ჯუნგლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100