სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლათფორმა შექმნა

თბილისი, 26 აპრილი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლათფორმის www.donate.ge შექმნის შესახებ. ხსენებული პლათფორმის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა რასაც მომხმარებლი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. პლათფორმაზე donate.ge ასევე თავმოყრილია ინფორმაცია ფონდების საქმიანობის შესახებ. თანხის გადარიცხვა მომხმარებელს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია.

საქველმოქმედო პლათფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“. უახლოეს მომავალში დაემატება სხვა ფონდებიც.

დამატებითი ინფორმაციისთვის და თანხის გადარიცხვისთვის, იხილეთ: donate.ge

###

საკონტაქტო პირი მედიისთვის:

ხათუნა კაკაბაძე

(599) 206 246

[email protected]

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100