სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მეტი დრო დაუთმეთ სახლის მშენებლობა-რემონტს, მის დაცვას. აგრეთვე, დისერტაციის დაწერას, კერძო ბიზნესის დაწყებას. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. არავინ არაფერში არ დაადანაშაულოთ.
კურო
საოჯახო საქმეების მომზადება და სადღესასწაული სუფრის განწყობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეცადეთ, სტუმრების გამხიარულებაზეც იფიქროთ. აგრეთვე, ახლობლების კეთილდღეობასა და მზრუნველობაზე.

ტყუპი
ფული ზომიერად ხარჯეთ. სანამ საყიდლებზე წახვალთ, სია ჩამოწერეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ, მაგრამ ზომიერება არც აქ დაგავიწყდეთ.

კირჩხიბი
დღეს საკუთარ თავზე წინ ბავშვები და საყვარელი ადამიანი უნდა დააყენოთ. ჩაინიშნეთ მათი სურვილები და საჩუქრების მოთხოვნები. მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართაც.

ლომი
ნოსტალგიური განწყობა შეგექმნებათ. შეიძლება მოგენატროთ ოჯახური სიმყუდროვე, მეგობრებთან ერთად გართობა. ზოგიერთი საოჯახო ნივთების დამზადებას შეეცდება.

ქალწული
შეფერხებებისა და გადავადებების გამო განწყობას ნუ გაიფუჭებთ. საღამოს შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, თანამოააზრეებს.

სასწორი
კოლეგებთან ერთად შეძლებთ თქვენი იდეების განხორციელებას. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად

გაატარეთ. მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი, იყავით ელეგანტური.

მორიელი
მოერიდეთ დაპირისპირებას და უსიამოვნებას სამსახურში, ოჯახის წევრებთან. ყოველთვის ლიდერი ვერ იქნებით, ზოგჯერ მეორეხარისხოვან როლებსაც უნდა დათანხმდეთ.

მშვილდოსანი
არ აიღოთ ვალი. ამ ფულით შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ნივთები იყიდოთ, მაგრამ ფულის დაბრუნება მაინც მოგიწევთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
სხვისი წარმატების შემხედვარეს შეიძლება პირადი თვითშეფასება დაგიქვეითდეთ. შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე. არ გადაიღოთ კონკურენტების ცუდი მანერები, თვისებები.

მერწყული
დღეს თავისუფალი გრაფიკით იმოქმედებთ, მაგრამ დისციპლინირებული უნდა იყოთ და მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა გამოგრჩეთ. ნუ გახდებით გარშემო მყოფების ჭირვეულობებისა და სურვილების მსხვერპლი.

თევზები
ნუ ეცდებით, წუთიერი სიამოვნება მუდმივად გადაიქციოთ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და გაუყავით სიკეთე სხვებსაც. ჩამოწერეთ საახალწლოდ შესასრულებელი საქმეების, საჩუქრების სია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100