სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის თხოვნა იყო, რომ, მე მედია უნდა გავათავისუფლო ზეწოლისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა იყო შეხვედრისთვის".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. რამდენჯერმე შევახსენე სააკაშვილს, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით იყო და ჩამოეყალიბებინა, რისი თქმა სურს. რამდენიმე შეხსენების შემდეგ, თითებზე ვითვლიდი და სამამდე ავედი. ეს ყველაფერი დალაგებული არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მე ეს დასკვნა გამოვიტანე – პირველი თხოვნა, რაც იყო, მე მედია უნდა გავათავისუფლო ზეწოლისგან, რომ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით უპრეცედენტო რამ ხდება, ამ შეხვედრას შეიძლება, დავამატო - ჩემი შენ გითხარი, რასაც მე ღიმილით ვპასუხობდი. მეორე მითხრა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო ზეწოლისგან, მესამე კი ვერ გავიგე, თუმცა ძალიან დიდხანს ვცდილობდი. მასიურ დევნას და ძალადობას ხალხზე ბოლო უნდა მოეღოსო, უნდა შეწყდეს ესო – ეს სამი ჩამოვაყალიბეთ. რამდენიმე ციტატას გავიხსენებ, სადაც მე ვცდილობდი, რომ უფრო კონსტრუქციულები ვყოფილიყავით. რამდენჯერმე შევახსენე, რომ მე მისი თხოვნით მოვედი", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100