სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დააკავეს ნაცმოძრაობის 5 წევრი?

«ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტები ამტკიცებენ, რომ 5 წევრი დღეს გამთენიისას დააკავეს. მათ ბრალი ფასადის დაზიანებასა და იერსახის დამახინჯებაში ედებათ. - ამ ინფორმაციას weeknews ავრცელებს

დაკავებულების განცხადებით, ისინი «ნაციონალური მოძრაობის» 19 აპრილის დაგეგმილ აქციას აანონსებდნენ, როდესაც მათთან პატრულის მანქანა მივიდა. ისინი დააკავეს და ორთაჭალის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი — საპატრულოს მთავარ დეპარტამენტში. ამჟამად ხუთივე მათგანი თავისუფალია. მათგან სამს ხელწერილი დააწერინეს, ერთს კი ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100