სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი: მე ვამაყობ, რომ ...

ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

“მე ვამაყობ, რომ გარკვეული წვლილი მიმიძღვის ახალი ქართული პოლიციის შექმნაში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საამაყოდ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის და სამაგალითოდ ჩვენი მეზობლებისთვის.

სამწუხაროდ უკანასკნელ თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაკომპლექტება ძირითადად მოხდა ნაცნობობის, პირადი ლოიალობის და ნათესაობის ნიშნით. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოლიცია უნდა დარჩეს აპოლიტიკურ ორგანიზაციად, ემსახუროს მოსახლეობას და შეინარჩუნოს ის წარმატებები რომლებსაც მან რეფორმის შედეგად მიაღწია.

მოვუწოდებ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, თავი დაანებოს პოლიციაში „კუდიანებზე ნადირობას“ და ნაცვლად ამისა გადაერთონ კრიმინალთან ბრძოლაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე. მე იმდენად მიყვარს ქართული პოლიცია, რომ უბრალოდ არ ვაკადრებ მას პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას.”- ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100