საქართველოს პრემიერ მინისტრს ქართველ ხალხთან დაპირისპირება მოუწევს

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას, რეალურ ქართულ ოცნებასა და ახალი ხელისუფლების შეცდომობზე გაამახვილა დღეს ყურადღება ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია: ჩვენს ქვეყანაში, დღეს როგორც არასდროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საფრთხე დადგა. ხელისუფლებამ ბოლო 6 თვის განმავლობაში გააჩინა ევროპული კურსის დაკარგვის საფრთხეები, სწორედ ხელისუფლებამ გაგვხადა იძულებული დღეს აქ ვიდგეთ და ჩანასახშივე ჩავახშოთ ეს საფრთხეები.

ჩვენ გვინდა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ქვეყნის ბედი მოსკოვში ვერ გადაწყდება, რუსეთის პოზიციები საქართველოში ვერასოდეს გამაგრდება. ის, რომ მას აქვს დიდი ფული არაფერს ნიშნავს, რადგან მსგავსი შეცდომების დაშვების შემთხევაში, მას არ ექნება ყველაზე მთავარი: ქართველი ერის მხარდაჭერა. ივანიშვლი ვალდებულია სწორად გამოიყენოს ის მხარდაჭერა, რომელიც მოიპოვა პირველ ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველო ხალხი მას გვერდით არ დაუდგება.

ეს არ არის ქათული ოცნება, ქართული ოცნება არის ის რაც 10 წლის წინ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, დემოკრატიული ქვეყნის შენება, პრემიერი კი ამას ეწინააღმდეგება, რადგან დასაწყისშივე დაიჭირა რუსეთთან არასწორი პოზიცია. მოვუწოდებ ივანიშვილს დროზე მოეგოს გონს, თორემ ქართველ ხალხთან წინააღმეგობაში მოსვლა და დაპირისპირება მოუწევს.

კომენტარი