სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი: მე და ივანიშვილს გვაინტერესებს - შეგვიძლია, ნატოში შემოვიდეთ?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აინტერესებს პასუხი კითხვაზე, როდის შევა საქართველო ნატო-ში. ამ კითხვით დავით უსუფაშვილმა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეებს მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ გატარებულ რეფორმებსა და მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებზე ისაუბრა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მთავრობა შეიცვალა, თუმცა ქვეყნის პრიორიტეტები უცვლელი დარჩა. დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა იმ რეზოლუციასაც რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმების შედეგად საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დოკუმენტს მნიშვნელოვანმი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს სერიოზული პრობლემები კოჰაბიტაციის პროცესში, ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა დემოკრატიას.
"ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, რომ საქართველოში დამყარდეს მრავალპარტიული დემოკრატია, რადგან გვჯერა, რომ ეს არის დემოკრატიის ერთადერთი მდგრადი ფორმა. ჩვენ დამოუკიდებლად ვებრძვით სირთულეებს, თუმცა მათ დაძლევაში ჩვენი მეგობრების დახმარებაც გვჭირდება. მინდა, ჩემი გამოსვლა დავასრულო ერთ ისტორიულ პროცესზე ხაზგასმით - ნატო-ს კარზე 10 წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა, დაახლოებით 5 წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა. დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - შეგვიძლია, შემოვიდეთ? გთხოვთ, ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100