სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაღესტანში ჟურნალისტი და პოლიციელი მოკლეს

ისლამური გაზეთის „ას-სალამის“ ხუნძური გამომცემლობის რედაქტორი, იაჰი მუჰამედოვი დაახლოებით ერთი საათის წინ დაღესტანში მოკლეს - ამის შესახებ „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით BBC იუწყება.

შემთხვევა ჰასავიურტოვის რაიონში, კოკრეკის დასახლებაში მოხდა. მკვლელობის ფაქტს დაღესტნელი სამართალდამცველებიც ადასტურებენ.

ამავე წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია დაღესტანში კვირას, საღამოს მომხდარ კიდევ ერთ მკვლელობაზე: მახაჩყალის კიროვის რაიონის ტერიტორიაზე, შამხალის დასახლებაში, პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის დროს „ომონის“ ერთი წევრი დაიღუპა.

ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ, ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, რაც შეეხება „ომონის“ წევრს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი საკუთარ ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100