სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რევანშს ვაპირებთ"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით არის დაპაატიმრებული.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა, ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობდა, შესაბამისად მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საჭიროება არ იდგა.
"რევანშს ვაპირებთ და პოლიტიკური მეთოდებით, არსებულ პოლიტიკურ რეალობას გავაპროტესეტებთ", -აღნიშნა მელიქიშვლმა.
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი თევდორაძემ კი ყურადღება მხარდამჭერების აქტივობაზე გაამახვილა.
ამასთან, როგორც თევდორაძემ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის სურვილი კიდევ არაერთ მოქალაქეს აქვს, თუმცა ამას იმიტომ ერიდებიან, რომ შემდგომ პრობლემები არ შეექმნათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100