სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტისა და ნაცმოზრაობის შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა. მოლაპარაკებები ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ოფისში გაიმართა.

შეხვედრა პრეზიდენტმა უკომენტაროდ დატოვა. უმცირესობის წევრების განმარტებით, მერაბიშვილის დაკავების გამო პარტია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ გეგმებზე და სტრატეგიაზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე, შიდა სტრუქტურულ საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო პრეზიდენტობის კანდიდატსაც. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მერაბიშვილის დაკავების გამო, პარტიაში პრაიმერი, სავარაუდოდ, აღარ ჩატარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100