სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რასმუსენისა და სააკაშვილის შეხვედრა, ავლაბრის რეზიდენციაში

მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მანამდე კი პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში დემოკრატიის განვითარება, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის ელჩებისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი თემები იყო.

ვიზიტის მეორე დღის ფარგლებში მასშტაბური ღონისძიება სასტუმრო "შერატონში" გაიმართა.

ვიზიტის მეორე დღე კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო. ანდერს ფოგ რასმუსენი დავით უსუფაშვილსა და დავით ბაქრაძეს ესაუბრა. ამის შემდეგ კი სასტუმრო "შერატონში" გაფართოებული სხდომა შედგა, რომელსაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრა გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკვე შეაფასა. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, კოაბიტაციის პროცესში პარლამენტის როლი არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, ის კი, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ორი შენობა აქვს და ეს შეხვედრა არცერთში არ იმართება, სახალისოა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს სიტყვით ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ სტუდენტებსაც მიმართა და მათ კითხვებს უპასუხა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესა და რუსთაველის თეატრში გუშინ საღამოს გაიმართა. მიღებას ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის ელჩები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

რასმუსენი მეუღლესთან ერთად "სუხიშვილების" კონცერტსაც დაესწრო, რის შემდეგაც კულისებში შევიდა და ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეებს გაესაუბრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100