სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი განმარტავს, რატომ არ ყავს მარგველაშვილს ღირსეული კონკურენტი

ბიძინა ივანიშვილი: ნებისმიერმა შეიძლება ჩვენს კანდიდატს ხმები წაართვას. ყველას აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვაილი როგორც პოლიტიკოსი და როგორც პიროვნება იდეალური და გაცილებით მისაღები კანდიდატია პრეზიდენტობისთვის. და საერთოდაც ვინც იცნობს მარგველაშვილს მან იცის, რომ მას ყველა თვისება რაც სჭირდება ნებისმიერი ქვეყნის კარგ პრეზიდენტს გადაჭარბებით აქვს. შესაბამისად მე არ ვფიქრობ, რომ მას ეყოლება ღირსეული კონკურენტი, ამ შემთხვევაში ვერც პაატა მოახერხებს მას კონკურენცია გაუწიოს. თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ჩვენ ვიცნობთ საზოგადოებას და ვფიქრობ საზოგადოება მარგველაშვილს პირველივე ტურში აირჩევს. მე ბედნიერი ვარ, რომ მარგველაშვილს ვიცნობ და ესეთი კაცი გვყავს, არარსებობს, რომ მე ესეთ კაცზე უარი ვთქვა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურა არ შეიცვლება.

აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა დღეს ქართულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა. მარგველაშვილის შესახებ საკუთარი მოსაზრება პრემიერ მინისტრმა მას შემდეგ დააფიქსირა რაც პირველი არხის ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ იქნებოდა საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100