როდისთვის და რატომ პროგნოზირებს ჯონდი ბაღათურია უმრავლესობის დაშლას?

პოლიტიკური გაერთიანება ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, კოალიცია ქართული ოცნებიდან კობა დავითაშვილის წამოსვლას ეხმაურება. ბაღათუარიას აზრით დავითაშვილის მიერ კოალიციის დატოვების მიზეზი ის ფაქტი გახლავთ, რომ ქართული ოცნება რეიტინგს კარგავს. Droni.ge ჯონდი ბაღათურიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“როგორც მოსალოდნელი იყო კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" რღვევა დაიწყო ...

დამაფიქრებელია, რომ ეს რღვევა დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობიდან ... დღეს ივანიშვილის ბუდიდან პირველი ბარტყი ამოვარდა ...

ეს არის შეუქცევადი პროცესი რადგან ხელისუფლება კარგავს რეიტინგს და შესაბამისად კარგავს მიზიდულობასაც რასაც უნდა შეეკავებია სხვადასხვა პოლიტიკური და მერკანტილური ინტერესების გამო ერთმანეთთან დაპირისპირებული უმრავლესობის დაშლა ...

ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება შემოდგომაზე გამოიწვევს ხელისუფლების განხორციელების დეფიციტს და პარლამენტში ძალთა ბალანსი ცვლილებას ...

სახეზე გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დასაწყისი რისი დაძლევის ერთად ერთი გზა არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ...

ახალი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოფს პარლამენტის გაწმენდას დამნაშავე და ანტი სახელმწიფოებრივი ძალების ზეგავლენისაგან, რომლებიც მრავლად არიან მოკალათებული პარლამენტში

ეს საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ უნდა წარიმართოს ერთობლივი ძალისხმევით და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების თანამშრომლობით ...

ჩვენ ერთობლივად უნდა უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება და საზოგადოებას უნდა მივცეთ საშუალება მისთვის სასურველი ძალები იხილოს სახელმწიფოს მართველობაში.” - წერს ბაღათურია

კომენტარი