ბიძინა ივანიშვილმა ახალი პრემიერის ვინაობის გამხელის თარიღი დაასახელა

27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში ცნობილი იქნება, ვინ გახდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "პირველ არხის" საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში", სოფო მოსიძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ერთი კვირის განმავლობაში მე ვფიქრობ შეთანხმებული იქნება საბჭოსთანაც და კოალიციასთანაც", - აღნიშნა ივანიშვილმა. კითხვაზე, აქვს თუ არა კანდიდატურა გადაწყვეტილი, ივანიშვილის თქმით, დიდი ხანია აკვირდება რამდენიმე ადამიანს და საკუთარი პრიორიტეტებიც აქვს. "კარგია, რომ არჩევანის საშუალება მაქვს. კარგი პრემიერი ეყოლება ქვეყანას", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი