სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ორი გამოკვეთილი ლიდერი დატოვებს პოლიტიკას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

რადოსლავ სიკორსკისა და კარლ ბილდტს საქართველოში ვითარების სტაბილურობასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები რჩებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ნორმალურია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ორი გამოკვეთილი ლიდერი დატოვებს პოლიტიკას – 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი და ინაუგურაციიდან ერთ კვირაში - თავად.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სტუმრები დაარწმუნა, რომ სიტუაცია სტაბილური იქნება.
"მათ აქვთ წუხილი, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს, რომ არ მოხდეს ახალი დაპატიმრებები, რაშიც მე მათ ვეთანხმები. არ არის ჩემი ინტერესი, რომ მუდამ უკან ვიყურებოდეთ. ჩვენი მიზანია, მთელი საქართველო გავერთიანდეთ და გავაგრძელოთ სწრაფვა ევროპისკენ. ამ მხრივ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100