სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ხუხაშვილი თბილისის მერად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას გეგმავს

,ოცნების“ ყოფილი კარდინალი ახალ პროექტს იწყებს და მას, პირობითად, ,,თბილისისათვის გადამწყვეტი ბრძოლა“ შეიძლება ვუწოდოთ, - წერს გაზეთი ,,ქრონიკა+“.

გაზეთის ინფორმაციით გია ხუხაშვილი თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავას და ეს ლევან გაჩეჩილაძეა, ,,ხუხაშვილი ლევან გაჩეჩილაძის მერობისთვის ბრძოლას გეგმავს და რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ამ ბრძოლაში მას ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის ფინანსების იმედი აქვს.“

საუბარია აგრეთვე ლევან ვასაძეზე, რომელიც ,,ქარონიკა+“-ის ცნობით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატი იქნება, ,,ლევან ვასაძე გიორგი მარგველაშვილის სიყრმის მეგობარია. მარგველაშვილიც მომენტს და საკუთარი გავლენის გაძლიერებას ელოდება. მას შემდეგ, რაც კანდიდატები დასახელდებიან და დღის წესრიგში ,,ოცნების“ კანდიდატურის შეცვლის საკითხი დადგება, მარგველაშვილი აპირებს ლევან ვასაძის შეთავაზებას ირაკლი ღარიბაშვილისთვის. თუ ,,ოცნებამ“ ივანიშვილის გადაწყვეტილების რევიზია არ ისურვა, მაშინ არც ისაა გამორიცხული, ლევან ვასაძე მერის არჩევნებზე დამოუკიდებლად და საკუთარი ფინანსებით წავიდეს“, -წერს გაზეთი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100