სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შთაბეჭდილებები დარჩა სააკაშვილს მიუნხენში?

მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა მიუნჰენში სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. გერმანიაში საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინელ ლიდერებს შეხვდა და დღეს დილით საკუთარი შთაბეჭდილებები საზოგადოებას ფეისბუქით გაუზიარა. „ახლახანს დავბრუნდი მიუჰენიდან, სადაც სხვა შეხვედრების პარალელურად, 2 დღე გავატარე უკრაინის რევოლუციის ლიდერებთან ერთად. აშკარაა, რომ მათ აქვთ ხედვა და გეგმა. 9 წელია ამ კონფენეციას ვესწრები და ჯერ არასოდეს მომისმენია ისეთი შთამბეჭდავი გამოსვლა, როგორიც ვიტალი კლიჩკოს ჰქონდა. იგი ძალიან გამართული გერმანულით საუბრობდა, ლაკონური, ზუსტი წინადადებებით. ამასთან, ძალიან დამაჯერებელი იყო, როდესაც შეკითხვებს სპონტანურად ინგლისურ ენაზე პასუხობდა. ნამდვილად იმედის მომცემი ლიდერია!

ასევე შევხვდი არსენი იაცენიუკსა და პეტრო პოროშენკოს. მე და არსენი წლების განმავლობაში „დსთ“-ს სამიტებზე ერთად ვმუშაობდით და ოპონირებას ვუწევდით ვლადიმერ პუტინს. ხოლო პეტრო პოროშენკოსთან მთელი ცხოვრებაა ვმეგობრობ, ჯერ კიდევ კიევის უნივერსიტეტში ერთად სწავლის დროიდან მოყოლებული.

მე ძალიან დიდი იმედითა და ოპტიმიზმით ვუყურებ, როგორც უკრაინის, ისე მთელი რეგიონის მომავალს.“ - ნათქვამია ექსპრეზიდენტის ცანაწერში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100