პრემიერ-მინისტრის ფრანგულენოვანი ინტერვიუ FRANCE24-თან

ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა, - ეს არის ის საკითხები, რომლებზეც საქართველოს პრემიერმა "ფრანს 24-თან" ინტერვიუში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპულ კურსზე გაამახვილა ყურადღება. მან რუსეთის მხრიდან ზეწოლა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საქართველოს გადაწყვეტილებას - გაწევრიანდეს ევროპულ სტრუქტურებში, ვერ შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილი მავთულხლართების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მიერ მეზობელ ქვეყანასთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას კვლავ განაგრძობს. რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადას, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის ეს ძნელად მისაღები გადაწვეტილება იყო. მისი განცხადებით, ქართულ დელეგაციაში მხოლოდ სპორტსმენები შედიან და სოჭში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა.

კომენტარი