ედუარდ კოკოითის დაცვის ორი წევრი ჩაცხრილეს

ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას ვლადიკავკაზში ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის ორი მცველის მკვლელობის შესახებ. „ლაფინიუს.რუ“–ს ინფორმაციით, მოკლულია ალიმ ქაბულოვი და მისი კოლეგა, ოლეგ იკაევი.

მკვლელობა ღამის კლუბ "რეტროს" ჰოლში გვიან ღამით მოხდა. ორივე მცველი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაცხრილული. ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს ინფორმაციით კი 20 მაისს დილით, მილიციაში გამოცხადდა პირი, რომლმაც ამ მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა.

მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ვლადიკავკაზის მკვიდრია. წინასწარი ინფორმაციით, კლუბში ჩხუბი მოხდა, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პრეზიდენტის ერთ-ერთი დაცვის წევრს იარაღი წაართვა და ორი პირი დაცხრილა.
ჩხუბის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოთვალის ჩანაწერიც. ედუარდ კოკოითის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ დაღუპული მცველები ვლადიკავკაზში პირად საქმეებზე იმყოფებოდნენ.

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, ედუარდ კოკოითის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც აღიარებითი ჩვენებით მივიდა მილიციაში, კინგბოქსინგის ჩემპიონი, ალბერტ ცეგოევია.

კომენტარი