სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია დღეს, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დღეს, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზეერთიანი ნაციონალური მოძრაობისმერობის კანდიდატმა სტუმრებს ქალაქში ახალ, ეკოლოგიურად სუფთა და სწრაფ სატრანსპორტო საშუალებაზე - ტრამვაის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გააცნო და აღნიშნულ საკითხზე მათი მოსაზრებები მოისმინა.

ნამდვილად მისასალმებელი პროექტია, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასევე მივიღებთ ეკონომიკურ და ვიზუალურ ეფექტსაც, თბილისის ტრამვაი გააუმჯობესებს თბილისის ქუჩების იერსახეს, რაც დამატებით მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ტრამვაი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

ასევე გაჯანსაღდება საგზაო მოძრაობის სისტემა და განიტვირთება ქუჩები, თბილისის ტრამვაი ცენტრალურ ქუჩებში (ჭავჭავაძე-რუსთაველი) ბევრად უფრო კომპაქტურად და სამჯერ მეტი მგაზავრის ტრანსპორტირებას მოახდენს ვიდრე შიგაწვის ძრავიანი მუნიციპალური ავტობუსები.

ძალიან მისასალმებელია რომ ნიკა მელიამ მოისმინა და გაიტვალისწინა ჩვენი შენიშვნები და მოსაზრებები თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით.

წარმატებები ნიკა მელიას და ვისურვებ რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს თბილისში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100