სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილი აღლუმის წინადღეს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

„მაესტროს“ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს „ქართული პარტიის“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 25 მაისს ჩამოვა.ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც წამყვანმა საქართველოში მისი ჩამოსვლის სემთხვევაში მოსალოდნელ დაპატიმრებაზე დაუსვა შეკითხვა: „ამას ახლა არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, მე 25 მაისს ვიდგები ჩემს ხალხთან“, – თქვა ოქუაშვილმა.

მანამდე კი „ქართული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა პარტიის სახელით 25 მაისის საპროტესტო აქცია დაანონსა. მისი განცხადებით, 25 მაისი „მრისხანების დღე“ უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციას „ქართული პარტია“ შეუერთდა.

ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა ტრიბუნაზე დაიკავეს ადგილი, ლევან გაჩეჩილაძემ კი განაცხადა, რომ ყველა წყენას ივიწყებს და მომიტინგეთა თვალწინ ნინო ბურჯანაძე გადაკოცნა.

მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ყველა ერთიანდება საერთო მიზნის ირგვლივ და ქუჩაში გამოსულ ხალხს 25 მაისს ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდება. კოკა გუნცაძემ არ დააზუსტა, ითვლება თუ არა „ქართული პარტიის“ წევრად და განაცხადა, რომ დგას იქ, სადაც ხალხია.

ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება შსს–მაც გააკეთა. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და მას მაშინვე დააკავებენ, როგორც კი საქართველოში გამჩნდება.

ერთ–ერთი ვერსიით, საქართველოში ოქრუაშვილის შესაძლო ჩამოსვლა რუსული გეგმის ნაწილია. სწორედ რუსეთის დახმარებით ცდილობს პარიზს თავშეფარებული ექს–მინისტრი. მისი მარშრუტის გზა თბილისამდე, სავარაუდოდ, ცხინვალზე გადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100