მადლიერი ჩერქეზები

საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩერქეზები მადლიერებას გამოხატავენ. ყარაჩაი–ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში დღეს, რამდენიმე საათის წინ ორიგინალური მსვლელობა ჩატარდა: ქართულ ჩოხებში გამოწყობილმა ჩერქეზსებმა დედაქალაქის ქუჩებში გაიარეს. აქციის მონაწილეები საქართველოს სახელმწიფო დროშებს აფრიალებდნენ. ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოლეგ პანფილოვმა გამოაქვეყნა.

კომენტარი