რომელი ქვეყნის დროშას გაგონებთ?

შესაძლოა, ბევრს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, ბევრმა, შეიძლება გაიცინოს კიდეც, ბევრს კი ისიც გაახსენდება, რომ გემოვნებაზე არ დაობენ.

სამივე ნაწილს თავისი სიმართლე ექნება, მაგრამ არის მეოთხე ნაწილი, რომელიც "სახალხო კრების" და კერძოდ, მისი სულისჩამდგმელის, ნინო ბურჯანაძის გემოვნებას რუსეთის "სასარგებლოდ" გადახრებში დაადანაშაულებს და სცენის მოსაწყობად მათ მიერ შერჩეული ფერების ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და დიზაინერული გემოვნებაც ჩრდილოეთის ფერების მიხედვით უყალიბდებათ და უვითარდებათ.

ამასთან, ერთი რუსული ანეკდოტი ღაღადებს, რომ როცა ერთი დამთხვევა ხდება, ეს შესაძლოა, მართლაც დამთხვევა იყოს; როცა ორი დამთხვევა ხდება, ესეც შეიძლება, დამთხვევად მივიჩნიოთ, აი, სამი დამთხვევა კი, უკვე კგბ–ა.

სხვათა შორის, ერთ–ერთი, მავანთა მიერ ობიექტურობის მწვერვალად აღიარებული ტელევიზიის ზოგიერთი სტუდიის დიზაინშიც ეს ფერებია დომინირებული, თუ არ გჯერათ, გადართეთ... ვერაფერს იტყვი, რუსეთუმე "ტელევიზიონშიკებმა" კარგად იციან, რას ნიშნავს 25–ე კადრის ეფექტი...

მოკლედ, ტელევიზიის წინ მიმდინარე მიტინგზე ცოტაა ან თითქმის არ არის საქართველოს სახელმწიფო დროშა, სამაგიეროდ არის მინიშნება სხვა ქვეყნის დროშაზე...

კომენტარი