სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციაზე ხალხს მანქანებზე ხელკეტების ბრახუნით აღვიძებენ

უკვე მეორე დილაა, ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე მაღვიძარას ფუნქციას ხუთკაციანი ჯგუფი ასრულებს. ღამის განმავლობაში ცეკვა–სმისგან დაღლილ და ჩაძინებულ ხალხს, რომლებიც იქვე, შუა ქუჩაში, ასფალტზე წევს, სწორედ ეს ჯგუფი აღვიძებს.

გაღვიძების ფორმა ფრიად ორიგინალურია და "სახალხო კრებას" მისი პოლიტიკური პატენტიც კი შეუძლია მოითხოვოს: ახალგაზრდები ჩაძინებულებს მანქანების ბუფერზე პლასტმასის ხელკეტების ბრახუნით აღვიძებენ.

გაღვიძების დრო ერთი და იგივეა: 5:30. შემოვლითი გაღვიძებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დილის გამამხნევებელი ვარჯიშის როლს "ბელა ჩაოს" რიტმზე ცეკვა ასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100