სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე საათი რჩება

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე საათი რჩება.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უკვე ბელგიის სამეფოში იმყოფება.

ბრიუსელი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საზეიმოდ გაფორმებული ხვდება. ლუქსემბურგის მოედანზე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დამთვალიერებელს შეუძლია საქართველოს შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბუკლეტებიდან შეიტყოს.

ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რის შესახებაც ევროკავშირის ლიდერებმა უკვე არაერთი განცხადება გააკეთეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მთელი ევროპისთვის ისტორიული ნაბიჯი უწოდა.

სამზადისი დასასრულს უახლოვდება ევროკომისიაშიც, სადაც ხვალ, თბილისის დროით 11:00 საათზე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოს დღეს ეწვია. მთავრობა ბრიუსელში ჩაიტანს ქართველი ხალხის მთავარ გზავნილს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ურყევია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100