სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე დავით ნარმანიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერას ექსპორტისა და საქართველოში ინვესტიციების ზრდა, სამართლებრივი კუთხით კი უმნიშვნელოვანესი რეფორმები მოჰყვება. თბილისის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა საარჩევნო პროგრამის იმ მიმართულებაზე, რომელიც ეხება თბილისის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბება და აღნიშნა, რომ ევროასოცირების შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას, თბილისი გახდეს რეგიონის ხიდი ევროპასთან. მან ასევე უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და ამ კუთხით მერიაში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100