სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუიორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69– სესიაზე სიტყვით გამოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის წინაშე 26 სექტემბერს წარსდგება.
გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. უკვე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ სესიაზე მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება სამიტს კლიმატის ცვლილებების შესახებ და პლენარულ სხდომას „world conference on Indigenous People.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე „First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health“.

ნიუ–იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი 23 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული კინოფესტივალის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება და სიტყვით გამოვა.

ნიუ–იორკში საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 22 სექტემბერს გაემგზავრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100