სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ნარმანია-72.7%, ნიკა მელია-27.3% - 248 უბნის მონაცემი

248 უბნის მონაცემის მიხედვით დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,7%-მა მისცა. ცესკოს პირველად მონაცემებთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მორიგი ბრიფინგი გამართა. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია თბილისის 727 უბნიდან 248 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,7%-მა მისცა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიას კი მხარი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 27,3%-მა დაუჭირა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100