რა პასუხი გასცა სააკაშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის აგრესიულ შეკითხვას?

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საინტერესო პოსტი გამოქვეყნდა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“რის გაკეთება შეუძლია ევროპას პუტინთან დაკავშირებით

რამდენიმე კვირის წინ, "German Marshall Fund”-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც მე დასავლეთის საპასუხო მოქმედებები გავაკრიტიკე უკრაინასთან მიმართებაში, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მოისაზრება ევროკავშირის მომავალ უმაღლეს წარმომადგენელად საგარეო პოლიტიკის საკითხებში - აგრესიულად მკითხა, “ანუ გვირჩევთ, რომ ევროპამ რუსეთი უნდა დაბომბოს?” რაზეც მე ვუპასუხე: “მაშ, ევროპა უნდა დაელოდოს, სანამ რუსეთი მას პირველი დაბომბავს?"- ნათქვამია სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში

კომენტარი