სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვური სენსაცია: მედვედევი და პუტინი შორტებში – სარეკლამო ფარებზე გამოჩნდნენ

ანონიმი მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატმა, სადაც დიმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი თეთრ მაისურებსა და შორტებში არიან გამოწყობილნი, რუსეთის ხელისუფლება გააცოფა.

რუსეთის მმართველი ტანდემის პლაკატი ორშაბათის ღამეს, მოსკოვის ცენტრალური უნივერსამის (ЦУМ ) წინ, სარეკლამო ფარებზე გამოჩნდა. პლაკატზე მედვედევს ჩოგანი უჭირავს, პუტინი კი თეთრ მაისურსა და შორტებშია გამოწყობილი.

„ჩვენ მათ ბოლომდე, ყელამდე შეკრული ღილებით ვხედავთ, მე კი მომინდა, გამომესახა მოდის ბოლო მაჩვენებლებით, განტვირთვისთვის მზადმყოფი ბიჭები“, – განაცხადა მხატვარმა „მონოლოგ.ტვ“–ზე, საკუთარ ბლოგში.

პლაკატებზე წარწერა ЦУМ ფიგურირებს, თუმცა, უნივერსამის მფლობელები აცხადებენ, რომ მასთან არანაირი შეხება არა აქვთ.

რუსეთის პრემიერის პრესსამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა პლაკატს „ხულიგნური“ უწოდა და დაიმუქრა, რომ მიაღწევს მათ ჩამოხსნას. „არავის არავისთან შეუთანხმებია ამ რეკლამის განთავსება და ნებართვაც არავის მიუცია“, – უთხრა პესკოვმა ინტერფაქსს.

ორშაბათს, საღამოს საათებიდან პლაკატები მოსკოვის ცენტრალური უნივერსამის მიმდებარე ტერიტორიიდან მართლაც გაქრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100