სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე გადავდექი" - ალექსი პეტრიაშვილმა თანამდებობდა დატოვა

"მე გადავდექი", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა თავდაცვის მინისტრი გადააყენა, პოსტის დატოვების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა ალექსი პეტრიაშვილმაც. ის, ხვალ პრემიერს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

პეტრიაშვილი ალასანიას გუნდის წევრია. ჯერ უცნობია, დატოვებენ თუ არა, მინისტრის თანამდებობებს ფანჯიკიძე და წულუკიანი, რომლებიც ალასანიას გუნდის წევრებად ითვლებიან. მათ ამ მომენტამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100