ვიტალი ბალა: თუ რადიკალურ ოპოზიციას რუსეთის მხარდაჭერა აქვს...

"დრონი.ჯი": როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ სიტუაციას?
ვიტალი ბალა: გარეშე თვალით თუ შევაფასებთ იმას, რაც საქართველოში ხდება, ორგვარი შთაბეჭდილება მრჩება. პირველი, ჩემთვის გაურკვეველია სწორედ ახლა ასე გააფრთებით რატომ გააქტიურდა ოპოზიცია და მეორეც, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით საუკეთესო სიტუაცია ნამდვილად არაა, რატომ აირჩიეს პროტესტის ისეთი გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ვის აწყობს ეს?
- რაზე მიანიშნებთ? შესაძლოა თუ არა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი კრემლიდან იმართებოდეს?
- მოსკოვი ყველანაირად შეეცდება პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა საქართველოში დაწყებულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს (რაც ხელს შეუწყობს თავისი მიზნის განხორციელებაში), კრემლი ამაზე წავა.
- ქართული ოპოზიციიდან კრემლი ფსონს ვიზე დადებს? - მე ასე ვიტყოდი - თუ ქართველი ხალხი გაიგებს, რომ პოლიტიკოსებიდან ვინმე მოსკოვის მხრიდან იყო მხარდაჭერილი, ჩათვალეთ, რომ ნებისმირი ასეთი პოლიტიკოსის მომავალი პრობლემური გახდება. ამიტომაც, თუ მსგავსი რამ კეთდება, ეს, ალბათ, კეთდება ფარულად.
არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის პირველი ეშელონის ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელ პოსტებზე აცხადებენ პრეტენზიას, კრემლთან არიან კავშირში. ალბათ, ისინი, უფრო დასავლეთზე იქნებიან ორიენტირებულნი. და მაინც: თუ რადიკალურ ოპოზიციას რუსეთის მხარდაჭერა აქვს, ეს მის პოლიტიკურ მომავალს კარგს არაფერს მოუტანს.
- შესაძლებელია, რომ ქუჩაში მდგან ოპოზიციასა და რუსეთს შორის ფარული კონტაქტი არსებობდეს?
- პრინციპში, მათი პოლიტიკური გარემოცვის მეშვეობით ასეთი რამ შესაძლებელია. თუმცა, ჩემი აზრით, ეს უგუნურება იქნებოდა. იმიტომ რომ, ადრე თუ გვიან, ასეთი რამ ამ ლიდერებს კარგს არაფერს მოუტანს. მოსკოვი სააკაშვილის გადასაყენებლად ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მიზანს მიაღწიოს. თანაც, თავად ოპოზიციაში არ არის ერთიანი აზრი. მთლიანობაში კი, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გადავხედავთ, არასწორია.
ქართული ოპოზიციის ლიდერები 2009 წლის დასრულებას მაინც უნდა დალოდებოდნენ. შემდეგ გამოჩდებოდა, რა უნდა გაეკეთებინათ. მერწმუნეთ, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სასტიკი პოლიტიკური ომი დაიწყება, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის და საერთოდ, რეგიონისთვის, ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება.

კომენტარი